
გერმანიის ორ ფედერალურ მიწაზე ჩატარებული არჩევნები კანცლერ ფრიდრიხ მერცის პარტიისთვის ისტორიული მარცხით დასრულდა.
მეკლენბურგ-წინა პომერანიაში, ხმების 38%-ზე მეტით, პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" გაიმარჯვა. მეორე ადგილზე, 35.5%-ით, "სოციალ-დემოკრატები" გავიდნენ.
კანცლერის პარტიამ, "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" კი 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახა და პარლამენტს მიღმა დარჩა. ფრიდრიხ მერცმა შედეგს "კატასტროფა" უწოდა. ეს პარტიის ისტორიაში, 1945 წლის შემდეგ, ყველაზე ცუდი საარჩევნო მაჩვენებელია.
ბერლინში კი, პირველი ადგილი "მემარცხენე პარტიამ" დაიკავა. მათ ხმების თითქმის 26% მიიღეს; "ქრისტიან-დემოკრატები" თითქმის 20% მეორეზე არიან, "ალტერნატივა გერმანიისთვის" მესამე პოზიციას იკავებს.
"შედეგს ვერ შევალამაზებთ, ეს კატასტროფაა. "ქრისტიან დემოკრატიულმა კავშირმა" ბოლომდე იბრძოლა. ჩვენ ვხედავთ სახელმწიფოს, რომლის მართვის სისტემაც ზედმეტად რთული გახდა, ეკონომიკა ღრმა ტრანსფორმაციას განიცდის. საზოგადოებაში ურთიერთობები სულ უფრო დაძაბული ხდება და ბოლოს, მცირდება სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა, რადგან მემარცხენე და მემარჯვენე რადიკალური პარტიები მათ მიზანმიმართულად უთხრიან ძირს", - განაცხადა მერცმა.
0
0