პრეზიდენტის მხრიდან მცდელობაა, რომ დაქსაქსული „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ადმინისტრაციის საშუალებით გააერთიანოს, მათი გაერთიანების მცდელობა ბევრჯერ გვაქვს ნანახი, იყო ნათელაშვილის ფანჩატური და დღეს პრეზიდენტს წარმოუდგენია, რომ პრეზიდენტის სასახლე ფანჩატურად უნდა იქცეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი პირდაპირ ახორხციელებს იმ ქმედებებს, რაც მის კონსტიტუციურ სტატუსთან არის შეუთავსებელი.
„მისი იდეა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ თურმე, დიდი ხანია, პრეზიდენტს თავისი ფუნქციები, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უნდა იყოს, პირდაპირ ახორციელებს სწორედ იმ ქმედებებს, რაც მის კონსტიტუციურ სტატუსთან არის შეუთავსებელი. ეს ის რეალობაა, რაც გვაქვს. იმის დარწმუნებით, რომ მას „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს დაუჭერს, კონსტიტუციის დარღვევას უხეშად აგრძელებს. როგორც ჩანს, ეს ადამიანი არ არის პროგნოზირებადი, იმპულსურია და არ შეუძლია, სტაბილურად თავისი მდგომარეობა დაინახოს. იქიდან გამომდინარე, როცა ის ასეთი არასტაბილური ხასიათის ადამიანია, მასზე გარე აქტორები გავლენას ახდენენ და მოწყვლადი ხდება გარე აქტორების ზემოქმედების შედეგად. ეს არის ის, თუ რატომ ვერ ასრულებს პრეზიდენტი მის უფლებამოსილებას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
0
0