
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „TV პირველში“ განხორციელებულ ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ანალიტიკოსის შეფასებით, წინ არაერთი ცვლილება გველოდება, რადგანაც პარტია "ლელო" რომელსაც აკრძალვა ემუქრება, ეხლა ცდილობს თავის გადარჩენას, და ამ პროცესში ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტისთვის და მამა-შვილ წერეთლებისთვის პარტიული ტელეარხით პოლიტიკური ვაჭრობა მოსული ამბავია.
„ პატარა "სასახლის გადატრიალება" ტვ-პირველში, და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არის თხემითტერფამდე პარტიული ტელეარხი და როგორც ჩანს პარტიამ საკუთარი კონტროლის გაძლიერება მოისურვა. სამეურვეო საბჭოდან ჩახსნეს ტვ-პირველის "სახე" ნოდარ მელაძე და მოიყვანეს ახალი "სახე" გია ხუხაშვილი.
ვფიქრობ წინ არაერთი ცვლილება გველოდება, რადგანაც პარტია "ლელო" რომელსაც აკრძალვა ემუქრება, ეხლა ცდილობს თავის გადარჩენას, და ამ პროცესში ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტისთვის და მამა-შვილ წერეთლებისთვის პარტიული ტელეარხით პოლიტიკური ვაჭრობა მოსული ამბავია.
ვნახოთ, დავაკვირდეთ მოვლენებს.“ - წერს ანჯაფარიძე.
0
0