-share.jpg)
„პრეზიდენტმა პირველადი ინფორმაცია, რომ მიიღო მხატვარს იჭერენ სწორედ ამის გამო მოიქცა ასე. ნუ აღშფოთდებით, თუ სადმე, რომელიმე ორგანიზაციაში მივა ჩვენი რესტავრატორი და იტყვის, დაგვიბრუნეთ ცოტა ხნით ნამუშევარი რომ შევაკეთოთ“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული დამთვალიერებელი არის ეროვნულ გალერეაში ჩატარებული გამოფენების.
„ქალბატონი სალომე არის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული დამთვალიერებელი ეროვნულ გალერეაში ჩვენ მიერ მოწყობილი გამოფენების. უხარიათ გალერეაში თანამშრომლებს, რომ ამხელა ყურადღება აქვს გამოფენებს. პრეზიდენტის სასახლეში მყოფ ნახატებს იქ ყოფნის ვადა გასდიოდა. ნახატები იქ ყოფნის დროს დაზიანდა და საჭიროებდა რესტავრაციას. პრეზიდენტი სრულყოფილად არ ფლობდა ინფორმაციას. პრეზიდენტმა პირველადი ინფორმაცია, რომ მიიღო მხატვარს იჭერენ სწორედ ამის გამო მოიქცა ასე.
რესტავრაციის შემდეგ, თუ პრეზიდენტს მისი [ნახატების] უკან წაღების სურვილი ექნება, ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. როცა მუზეუმიდან გატანილი ნამუშევარი არის დაზიანებული, მაქვს უფლება და ვალდებულება ჩავაბარო რესტავრატორს. ნუ აღშფოთდებით, თუ სადმე, რომელიმე ორგანიზაციაში მივა ჩვენი რესტავრატორი და იტყვის, დაგვიბრუნეთ ცოტა ხნით ნამუშევარი რომ შევაკეთოთ“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
0
0