
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხდება კანდიდატის სტატუსის თემის ინსტრუმენტალიზაცია, რათა ე.წ. პოლარიზაცია გაღვივდეს საქართველოში.
მისივე თქმით, კონსტიტუციის დარღვევისთვის მთავარ საბაბად სალომე ზურაბიშვილიც კანდიდატის სტატუსის თემას იყენებს.
კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ეს არის განგრძობითი პროცესი.
„რაც შეეხება მიმდინარე ვიზიტებს, ესეც ამის მორიგი გამოხატულებაა, გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან არის გასული სალომე ზურაბიშვილი. ამას შეიძლება ვუწოდოთ კერძო ვიზიტი, მაგერამ სინამდვილეში, ის კვლავაც უხეშად არღვევს კონსტიტუციას და ე.წ. ოფიციალურ, სამუშაო ვიზიტებს ახორციელებს იქ. ყველა პროტოკოლის, ყველა წესის დაცვით ხორციელდება ეს ვიზიტები. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაშიც სალომე ზურაბიშვილი შეგნებულად გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ეს არის განგრძობითი პროცესი, რაც მან დაანონსა, თქვა, რომ განაგრძობს უხეშად კონსტიტუციის დარღვევას, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. რაც შეეხება თავად იმპიჩმენტის პროცესის განვითარებას, ჩვენ ველოდებით, პირველ რგიში, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025