21/12/2024
14:46
პოლიტიკა
პრეზიდენტი, რომელმაც გზა გაუხსნა ქვეყანას ევროპისკენ, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, დღეს იდევნება სწორედ იმ უდიდესი რეფორმატორული მიღწევებისთვის, რაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განხორციელდა, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
კოალიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მომხრეები და პარტიის ლიდერები „ვივამედის“ ეზოში შეიკრიბნენ.
“პრეზიდენტი, რომელმაც გზა გაუხსნა ქვეყანას ევროპისკენ, ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, დღეს იდევნება სწორედ იმ უდიდესი რეფორმატორული მიღწევებისთვის, რაც განხორციელდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. ჩვენ ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დავასრულოთ, ეს ეროვნული სირცხვილი უნდა დავასრულოთ და ქვეყანა უნდა დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0