პრეზიდენტი: მიუხედავად იმისა, რომ ყველასათვის დღეს ყურადღების ცენტრში უკრაინაა, საქართველოს მდგომარეობა არაა მივიწყებული
01/03/2022
20:39
პოლიტიკა
A-
+A
მიუხედავად იმისა, რომ ყველასათვის დღეს ყურადღების ცენტრში უკრაინა და იქ მიმდინარე მძიმე მოვლენებია, საქართველოს მდგომარეობა არაა მივიწყებული, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„ძალიან მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მომეცა საშუალება, შევხვდე ჯერ ურსულა ფონ დერ ლაიენს და შემდეგ შარლ მიშელს. ორივესთან მქონდა ძალიან მეგობრული საუბარი. მინდოდა იმის მოსმენა, რომ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველასათვის ყურადღების ცენტრში უკრაინა და იქ მიმდინარე მძიმე მოვლენებია, საქართველოს მდგომარეობა არაა მივიწყებული. ჩვენ აქ ვართ და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი გზა ევროპისკენ, რათა გავატაროთ ყველა აუცილებელი რეფორმა. ჩვენი და სხვა ასოცირებული ქვეყნების მომავალს ახალი გარემოებები ახალ პერსპექტივებს მისცემს, მაგრამ ამისთვის ყველანი მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
0
0
343
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%