
პრეზიდენტი ფაქსიმილიის აპარატი არ არის, როგორც უნდათ, რომ კობახიძემ ან ღარიბაშვილმა ისე დაარტყან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, საქართველოსნაირ სამართლებრივ ქვეყნებში კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე დავა ჩვეულებრივი ამბავია და პრობლემა არ არის.
„პრეზიდენტი ფაქსიმილიის აპარატი არ არის, როგორც უნდათ, რომ კობახიძემ ან ღარიბაშვილმა ისე დაარტყან. ეს დავა მნიშვნელოვანი იქნება. დარწმუნებული არ ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან ბოლომდე თავისუფალი იქნება. ვფიქრობ, პრეზიდენტს მხოლოდ ფორმალური უფლებები არ აქვს ელჩების დანიშვნისას. პრეზიდენტს შეუძლია, საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოიპოვოს და გადაწყვეტილება შინაგანი რწმენით მიიღოს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
0
0