
პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ვიზიტები ნიშანდობლივი და საყურადღებო გახდა, ილუსტაციადაც კი გამოდგება, ევროინტეგრაციის მიმართულებით ნაკლები ტემპის შესახებ პრეზიდენტის მხრიდან საყვედურებს ვისმენთ, მას აქვს ამბიცია და სურვილი, ქვეყნის საგარეო წარმომადგენლობაში მონაწილეობა მიიღოს, ამისთვის კონსტიტუციასაც არღვევს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრისთვის სწორი რიტორიკის ქონა უკიდურესად მნიშვნელოვანია.
„სულ ახლახან ვიხილეთ, რომ ერთდროულად, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტი ჰქონდა, ვიზიტის შედეგად იმ სახელმწიფოს მეთაურისგან მოვისმინეთ დიდი ენთუზიაზმით გაკეთებული განცხადება, რომ სრულად, უპირობოდ უჭერენ მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მონიჭებას. იმავე დღეს გაკეთებული განცხადება იმ სახელმწიფოების ლიდერებისგან, სადაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა, რომლებიც ლაპარაკობდნენ არა კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში მხარდაჭერაზე, არამედ სანქციების დაწესების მუქარაზე და ა.შ. ამით ყველაფერი ნათქვამია. მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრისთვის სწორი რიტორიკის ქონა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომელთან საერთოც არაფერი აქვს საერთო იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებს ან გააკეთა და ამის მძევლად ყოფნა უწევს საქართველოს პრეზიდენტს კანდიდატის სტატუსის ვითომ და არდამსახურებასთან დაკავშირებით, რეფორმების არგანხორციელებაზე და ა.შ. საზოგადოებისთვის ყველაფერი მკაფიოდ და ნათლად გასაგები გახდა. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ იმპიჩმენტზე საუბარი წამოგვეწყო და გვეთქვა მკაფიოდ, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი არ არის უფლებამოსილი სახელმწიფო იმ რიტორიკით წარმოადგინოს, რომელიც არ არის თავსებადი მთავრობის მიერ ჩამოყალიბებულ საგარეო პოლიტიკურ ხაზთან. მთავრობის საგარეო ხაზია, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს და ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი კანდიდატის სტატუსის მინიჭება გახლავთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
0
0