
"პრეზიდენტად ყოფნის შემთხვევაში, პუტინს უკრაინის ოთხ ოლქს და ყირიმს გადავცემდი" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
"მე ვაძლევ ოთხ რეგიონს და ყირიმს. არ ვცნობ მათ რუსეთად. გადავცემ გდრ -ის და ფრგ-ის პირობებით და გამოვიყვან ამ რეგიონებიდან უკრაინულ ჯარს". - თქვა არესტოვიჩმა.
სობჩაკისთვის მიცემულ ინტერვიუში, ზელენსკის ყოფილმა მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტად ყოფნის შემთხვევაში, ის უპირველეს ყოვლისა მოსკოვში გაფრინდებოდა მოლაპარაკებებზე და დაიწყებდა,1991 წლიდან დაწყებული ურთიერთობების შემაჯამებელ განხილვას.
მისი თქმით, ის ძირეულად შეცვლიდა უკრაინის შიდა და საგარეო პოლიტიკას, გარანტიას მისცემდა რუსეთს, რომ "უკრაინა, ამიერიდან, აღარასოდეს იქნება მისთვის "საშიში" . სანაცვლოდ, იგივეს მოითხოვდა მოსკოვისგან.
ამასთან, არესტოვიჩი მზადაა პუტინთან ერთად დაესწროს ორივე მხრიდან ომში დაღუპულთა პარაკლისს და ყვავილებით შეამკოს კონფლიქტში ორი მხრიდან დაღუპულთა საფლავები
0
1