29/10/2021
12:55
პოლიტიკა
მაჭარაშვილის თქმით, კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს უფლება, პროტესტის ფორმა, მათ შორის შიმშილობის, თავად აირჩიოს და ამ მხრივ პრემიერს არაფერი ახალი და განსხვავებული არ უთქვამს.
„პრემიერმა სწორედ ეს იგულისხმა, რომ როცა ადამიანი ირჩევს შიმშილობას, როგორც პროტესტის ფორმას, აქ ჩვენ ვერ ჩავერევით, სახელმწიფო ვერ ჩაერევა და ეს არის მისი უფლება, ის პროტესტის ამ ფორმას გაართულებს თუ არა, ესეც არის მისი უფლება. თუმცა, მეორე მხრივ ადეკვატურია სახელმწიფოს მხრიდან, რომ შექმნილია სპეციალური ჯგუფი, მისი პირადი ექიმისა და ზოგადად, ექიმების ჩართულობით, რომელიც მონიტორინგს უწევს სააკაშვილის ჯანმრთელობას. ამაზე მეტი ქმედითი პასუხი მისი შიმშილობის პროტესტთან დაკავშირებით არ შეიძლება, სახელმწიფომ გასცეს. კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს უფლება პროტესტის ფორმა, მათ შორის შიმშილობის, რთულად გამოხატული შიმშილობის ფორმა თავად აირჩიოს. თქვენ შეიძლება გარკვეული ინტერპრეტაციები გინდოდეთ, მაგრამ უნდა შევეგუოთ, რომ პრემიერის, პარტიის თავმჯდომარის, გუნდის სხვა წევრების განცხადებები ყოველთვის იქნება ისეთი, რომ შეიძლება თქვენ გეტკინოთ, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს იქნება გასაგები და სამართლიანი,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.
0
0