29/11/2021
11:18
პოლიტიკა
„დაპირებისამებრ, აქტიურად ვმუშაობთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციაზე. ფარმაცევტული ბაზრის შესაბამისი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილი იქნება პარლამენტში დეკემბერში. ასეთია ჩვენ სურვილი და, რა თქმა უნდა, ინტენსიურად ვიმუშავებთ პარლამენტთან ამ საკითხზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
9 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა და ფარმაცევტული ბაზრის კვლევის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს გაეცნო. პრემიერმა აღნიშნა, რომ წამლების ფასი მოსახლეობას ძალიან აწუხებს და საზოგადოებაში არსებობს კითხვები, ამიტომ საჭიროა ამ საკითხის შესწავლა და პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ამიტომ, ამ მიზნით დაიწყება აქტიური შეხვედრები და მჭიდრო დიალოგი სექტორის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს უპასუხოდ.
0
0