18/05/2024
14:34
პოლიტიკა
პრემიერის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენს გულანთებულ ახალგაზრდა თაობასთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, გულანთებული ახალგაზრდობა არის ის ძალა და ენერგია, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ჩვენი შემდგომი განვითარება და პროგრესული იდეების, ქვეყნისთვის სასარგებლო იდეების განხორციელება.
„ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ აუცილებელია დიალოგი, ვითარების დამშვიდება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო, უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს. რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ ძალიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ბევრი ახალგაზრდა შესაძლოა, იყოს ამ აქციებში და ჩვენ ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩის“ ახალგაზრდულ ფრთას და ა.შ. მაგრამ იქ არიან ჩვეულებრივი აპოლიტიკური ახალგაზრდები, ჩვენი გულანთებული ახლაგაზრდა თაობა, მათთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს შესთავაზა, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომლებთანაც გამართავს საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო.
0
0