28/03/2023
12:02
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპალატისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს ვლადიმირ დლოუჰს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა ვლადიმირ დლოუჰს ევროპალატის პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე საუბარი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, ვაჭრობის ლიბერალიზაციას და საექსპორტო ბაზრების საკითხებს შეეხო. განიხილეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და უცხოელი ინვესტორებისთვის ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო.
ხაზი გაესვა საქართველოს უნიკალურ ადგილმდებარეობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ძლიერდება საქართველოს, როგორც რეგიონული სავაჭრო, ციფრული, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლი.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპალატის ვიცე-პრეზიდენტი, თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების პრეზიდენტი რიფათ ჰისარჩიკლიოღლუ, ევროპალატის აღმასრულებელი დირექტორი ბენ ბათერსი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს სამრეწველო და სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ესწრებოდნენ.
0
0