
„სალომე ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა კონსტიტუციას. შესაბამისად, პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ შეგროვდეს 100 ხმა მომავალ კვირაში, როდესაც უკვე კენჭი ეყრება იმპიჩმენტს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია მუდმივად შეგნებულად გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ლოგიკურია, რომ მხარს უჭერენ სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას.
„სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა კონსტიტუციას. მათთვის არავითარი ფასი არ აქვს არც კონსტიტუციას, არც კონსტიტუციურ წესრიგს და საერთოდ არაფერს. პირიქით ისინი მუდმივად შეგნებულად გადიან კონსტიტუციური ჩარჩოდან და რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ მხარს უჭერენ სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც იმავეს, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას.
ერთადერთი ჩვენი მცდელობა იქნება, როდესაც სხდომა შედგება, მივმართავთ სიტყვით პარლამენტს და ვეცდებით, ყველა დეპუტატის დარწმუნება, მაგრამ რაც შეეხება კულუარულ მუშაობას, სრული სითამამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარი ასეთი არც მცდელობა გვაქვს და არც მომავალ დღეებში გვაქვს ასეთი რამ განზრახული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0
0