
„რუსეთის ძალების მიერ დაბომბვის შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქი ავდიივკა თითქმის სრულად ჩაიკეტა, რომელიც ალყაში მოქცეული ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთით 90 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
სამწუხაროა ამის თქმა, მაგრამ ავდიივკა სულ უფრო და უფრო ემსგავსება პოსტაპოკალიფსური ფილმებში განსახიერებულ ადგილს“, - თქვა ვიტალი ბარაბაშმა, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
როგორც Reuters-ი წერს, რუსი სამხედროების დაბომბვის სამიზნე ავდიივკაში ორი მაღალსართულიანი შენობა იყო (დონეცკის ჩრდილოეთ გარეუბანიდან 9 კმ-ის დაშორებით) რომელიც მოსკოვის კონტროლის ქვეშ 2014 წლიდან მოექცა. უკრაინელი სამხედროების გასული კვირის პროგნოზით, ავდიივკა შესაძლოა „მეორე ბახმუტად“ იქცეს.
ბახმუტი ნანგრევებად იქცა სასტიკ ბრძოლაში, რომელსაც ორივე მებრძოლი მხარე "ხორცსაკეპ მანქანას" უწოდებს.
0
0