13/11/2023
11:45
მსოფლიო
პორტუგალიის ექსპრემიერმა ანტონიუ კოშტამ მის რეზიდენციაში ნაპოვნი ათიათასობით ევროს გამო მოსახელობას ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ Politico წერს.
კოშტას თქმით, მან თავი მოტყუებულად იგრძნო, როდესაც გაიგო, რომ სამართალდამცველებმა მისი ადმინისტრაციის უფროსის, ვიტორ ესკარიას კაბინეტში კონვერტებში ათიათასობით ევრო იპოვეს.
მანამდე პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა ანტონიუ კოშტამ კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა. გამოძიება ეხება ესპანეთ-პორტუგალიის საზღვარზე, მონტალეგრეს რაიონში ლითიუმის მოპოვებაზე კონცესიების გაცემისას უკანონ ქმედებებს, მათ შორის ქრთამის აღებასა და უკანონო სარგებლის მიღებას, და ასევე ქალაქ სინიშის მახლობლად „მწვანე წყალბადის“ მოპოვებას.
მასშტაბური ჩხრეკა ჩატარდა 40 მისამართზე, მათ შორის პრემიერის რეზიდენციაში, ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროებში და სხვა უწყებებში. დაკავებულია 5 ადამიანი, მათ შორის პრემიერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტორ ეშკარია, ქალაქ სინიშის მერი და რამდენიმე ბიზნესმენი.
0
0