-share.jpg)
პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების არაოფიციალურ რეაქციაზე ისაუბრა, როდესაც დიპლომატმა გორში სტალინის მუზეუმის დახურვისკენ მოუწოდა.
საუბარია სიტყვებზე, რაც მაშკევიჩმა თქვა 2022 წლის მარტში თბილისში გამართულ კონფერენციაზე - იუწყება SOVA.
მაშკევიჩმა გაიხსენა არაფორმალური ურთიერთობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობდა ჩემს ადგილზე დაყენებინა. მაგრამ მე ძალიან უხეშად მივუგე, რომ ამ თემაზე უბრალოდ არ ვისაუბრებ“, - თქვა მან.
ამასთან, ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში ოფიციალური ახსნა-განმარტებისთვის არ გამოიძახეს, ამბობს მაშკევიჩი.
„დეტალებში არ შევალ, მაგრამ იყო არაოფიციალური კომენტარები. მაშინ ძალიან დელიკატურად გავგზავნე! მე, როგორც პოლონეთის წარმომადგენელს, სხვაგვარად რეაგირება არ შემიძლია“, - განაცხადა მაშკევიჩმა.
0
0