21/12/2023
10:16
მსოფლიო
პოლონეთის ახალმა მთავრობამ ოთხშაბათს საზოგადოებრივ ტელევიზიაში (TVP), რადიოსა და საინფორმაციო სააგენტო PAP-ში ხელმძღვანებლობა თანამდებობიდან გაათავისუფლა. პოლონეთის სახელმწიფო ტელეკომპანია TVP Info-ს ეთერი გაითიშა. ეს ხდება მას შემდეგ, რაც წინა დღეს ახალმა პარლამენტმა მიიღო დადგენილება საზოგადოებრივი მედიის მიუკერძოებლობის აღდგენის შესახებ.
რეზოლუცია მოუწოდებს სახელმწიფო ყველა ორგნაოს "დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით მოქალაქეების სანდო ინფორმაციაზე წვდომისა და საზოგადოებრივი მედიის ფუნქციონირების თვალსაზრისით".
ტუსკის მოწინააღმდეგე პარტია PiS-მა გააპროტესტა თანამდებობებიდან გათავისუფლებები. პოლიცია გამოიძახეს, როდესაც PiS-ის ზოგიერთი პოლიტიკოსი გამოჩნდა სახელმწიფო მაუწყებლის TVP-ის შტაბ-ბინაში და სხვა სახელმწიფო მედიის ოფისებში. მომიტინგეები საღამოს შეიკრიბნენ პოლონეთის დედაქალაქსა და პატარა ქალაქებში TVP-ის ოფისებთან.
PiS-ის ყოფილმა პრემიერმა დაგმო ტუსკის მთავრობის "უკანონო ქმედებები" და პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დაადანაშაულა ის "კონსტიტუციური პრინციპებისა და კანონის დარღვევაში".
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024