
პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ ვალენსა პარტია „კანონისა და სამართლიანობის“ წევრის კაროლ ნავროცკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას გამოეხმაურა.
,,დემოკრატია პოლონეთში 2025 წლის 1 ივნისს დაეცა. იმიტომ არა, რომ თავისუფალი არჩევნები არ ტარდება ან საზოგადოების ნახევარი მემარჯვენე და კონსერვატიული შეხედულებების მიმდევარია, არამედ - ისტორიაში პირველად, პოლონური საზოგადოების ნახევარმა აირჩია პრეზიდენტი - ფეხბურთის ,,ხულიგანი’’ გულშემატკივარი, რომელსაც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა კათოლიკური ეკლესიისგან და, ის, სავარაუდოდ, ევანგელისტურ ღირებულებებს ქადაგებს.
ნავროცკი არ არის და არც არასდროს იქნება ჩემი პრეზიდენტი. პოლონეთში ასეთი არჩევნების შედეგის გამო უკანონობა გააგრძელებს აყვავებას. უფრო მეტიც, თუ „კანონისა და სამართლიანობის პარტია“ ხელისუფლებაში დაბრუნდება, პოლონეთი მთლიანად - ომის გარეშე - რუსეთის მიწად იქცევა.
საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვების შემდეგ, დავემშვიდობე პოლონეთს და, ,,შიდა ემიგრაციაში’’, ბუნების, მუსიკისა და წიგნების სამყაროში მივდივარ. ფსიქიკური ჯანმრთელობის სისუსტის გამო, ვწყვეტ პოლონეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ კითხვას და კომენტირებას. კაროლ ნავროცკის არჩევა სირცხვილია. ახლა, საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნო. ნახვამდის, პოლონეთო!’’ - განაცხადა ვალენსამ.
0
0