
რუსეთის მხრიდან მზარდი სამხედრო საფრთხის მოტივით, ნატოს წევრები - პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი - ოტავას კონვენციიდან გასვლას გეგმავენ, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას კრძალავს.
1997 წლის ხელშეკრულების დატოვებით, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის სამ ქვეყანას (ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს) უფლება ექნებათ განაახლონ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მარაგი.
"სამხედრო საფრთხეები ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ, რომლებსაც რუსეთი და ბელარუსია ესაზღვრებათ, მნიშვნელოვნად გაიზარდა", - ნათქვამია ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ერთობლივ განცხადებაში.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის დოვილე საკალიენეს განცხადებით, ნაღმების აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლა რეგიონის საზღვრების ეფექტური დაცვის მიზნით გადაწყდა.
0
0
მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
06/05/2026