06/03/2022
10:59
მსოფლიო
იძულებით გადაადგილებული ადამიანები მატარებლებით, მანქანებით, ავტობუსებითა და ფეხით ცდილობენ უსაფრთხო ქვეყანაში მოხვედრას, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ხმელეთით, ზღვითა და საჰაერო გზით შეიჭრა.
უკრაინელ ლტოლვილთა ნაკადების შესახებ იტყობინებიან სლოვაკეთი, რუმინეთი, უნგრეთი და მოლდოვაც.
პოლონეთმა, რომელსაც ბოლო წლებში მიგრაციის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკა ჰქონდა, განაცხადა, რომ მზადაა იმდენი ლტოლვილი მიიღოს, რამდენიც მის საზღვრებს მიადგება.
გერმანია, რომელიც უკრაინას არ ესაზღვრება, აცხადებს, რომ უკრაინიდან ლტოლვილები მიიღო.
იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს შორის ძირითადად ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები არიან. 18-დან 60 წლამდე კაცებისთვის უკრაინის დატოვება აკრძალულია.
რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი “უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა”.
0
0