
პოლონეთმა ბელორუსთან საზღვარი დახურა. გვიან ღამით, მესაზღვრეებმა გადაკეტეს ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ორივე მხარეს შეჩერებულია საავტომობილო გადაადგილებაც.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ზომა უკავშირდება სამხედრო სწავლებას რომელსაც ბელორუსი რუსეთთან ერთად ატარებს. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, ეს მანევრები ვარშავას და ევროკავშირის წინააღმდეგაა მიმართული.
ადგილობრივი მედია წერს, რომ პოლონეთში 10 სექტემბრის შემდეგ 15 რუსული წარმოების დრონი იპოვეს.
საკითხზე ისაუბრა დონალდ ტრამპმა, ამერიკის პრეზიდენტი მომხდარის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ რუსული დრონების პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა შესაძლოა „შეცდომა“ ყოფილიყო.
მომხდარის გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა პოლონეთში ""რეფელის"" ტიპის სამი ავია გამანადგურებლის გადასროლის განკარგულება გასცა.
0
0