
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2007 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე ტერცია, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ლ.ბ. ჩართული იყო ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის სქემაში და აიძულებდა 2006 წელს დაბადებულ ს.ა-ს სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები კონკრეტულ ლოკაციებზე განეთავსებინა შემდგომში მათი რეალიზაციის მიზნით.
მიღებული ინსტრუქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბრალდეუბლი ს.ა.-ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულს ს.ა-ს მობილურ ტელეფონზე ჰქონდა წვდომა, რაც საშუალებას აძლევდა მისი გადაადგილება ეკონტროლებინა, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბრალდებული ს.ა.-ს ფიზიკურად უსწორდებოდა“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0