08/12/2022
17:29
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი ეხმიანება ოპოზიციური ჯგუფების იმ ნაწილს რომლებმაც ლელო სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად "ქართულ ოცნებასთან" კულვარულ შეხვედრებში დაადანაშაულეს.
" არ მინდა ისე ვუპასუხო ოპოზიციის იმ ნაწილს როგორც იმსახურებენ, მაგრამ მაინც ვუპასუხებ ისე როგორც იმსახურებენ.
პოლიტიკური მოვაჭრეების იარლიყი რომ აკვრიათ შუბლზე და კულვარული გარიგებების დიდოსტატები არიან ახლა ცდილობენ სხვას მიაწებონ ეს იარლიყი უსაფუძვლოდ.
ჩვენ, ლელომ და ოპოზიციის ნაწილმა ოფიციალურად დავარეგისტრირეთ კანონპროექტი საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შესახებ. მისი საკომიტეტო მოსმენა ჩაინიშნა, ამ მოსმენაზე პირადად მე მივმართე უმრავლესობას რომ შეგვეჩერებინა პროექტის განხილვა მეტი კონსულტაციებისთვის იმიტომ რომ პარლამენტში ამ დროს მოძრაობდა "ქართული ოცნების" პროექტიც და გვქონდა განცდა რომ ეს პროექტები ერთმანეთს ავსებს და არ ეწინააღმდეგება.
მე პირადად არაერთხელ განვაცხადე რომ სანამ ხელისუფლების კანონპროექტი გადის ექსპერტიზას ვენეციის კომისიაში ჩვენ გვაქვს დიალოგი , რა საკითხი იქნება გათვალისწინებული ჩვენი კანონპროექტიდან. ჩვენ პროექტთან დაკავშორებით რომ გავიდეს ვლაპარაკობდით ღიად მედიის საშუალებითაც და ვლაპარაკობდით უმრავლესობის წევრებთანაც.
მივმართავ ოპოზიციური ჯგუფების იმ ნაწილს ვისაც ისე აწუხებთ იარლიყი კულვარული გარიგების დიდოსტატებს რომ ახლა უნდათ ეს სახელი ჩამოიცილონ, და მეორე ისე აწუხებთ იმ უაზრო სამუშაო ჯგუფებში შესვლა და უშედეგოდ გამოსვლა რომ ახლა ჩვენ გვერჩიან." - აცხადებს დავით უსუფაშვილი
0
0