24/11/2024
19:54
პოლიტიკა
2020 წლის ისტორია მეორდება, მაშინაც არჩევნების შედეგები არ იყო ცნობილი [ოპოზიციის მიერ], - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
„პოლიტიკურად ანგაჟირებული გარკვეული ჯგუფი კვლავ შეეცდება ქვეყანა დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე დააყენოს. უხერხულობას გიქმნით თუ არა - ეს არის მუდმივი შეკითხვა, რომელსაც ასეთ ვითარებაში სვამენ. უხერხულობას შეგვიქმნის ის ვითარება, როდესაც პარლამენტი არ შეიკრიბება, მთავრობა ვერ ჩამოყალიბდება, მუშაობა შეჩერებული იქნება და ზოგადად ქვეყანას ეკონომიკური და ფიზიკური ნგრევის წინ დავაყენებთ. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის წარმომადგენლები როგორც ყოველთვის მზად არიან, ემსახურო ქვეყანას.
ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში - ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობას შენარჩუნებას, ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას, ხელს შეუშლიან იმ პროგრამის რეალიზაციას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას, უმრავლესობასა თუ ოპოზიციის მხარდამჭერებს წარვუდგინეთ სულ ახლახან და რაც გულისხმობს ქვეყნის გადარჩენას, სამშვიდობოზე გაყვანას, ამას შეუშლიან ხელს და უკვე აღარც მალავენ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
0
0