
„დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტული. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად, ეს არ არის ჩემი საქმე. აგერ მიდგას გვერდით მიზანი - მეუღლე და ჩემი შვილები. ეს არის მთავარი ამოცანა და ცოტა ფეხზე დადგომა მინდა. გამოფიტული ვარ, დაღლილი და გადაღლილი ვარ,
კეთილსინდისიერად, პატიოსნად ვემსახურე მთელი ჩემი ცხოვრება ამ ქვეყანას. სხვა მე არაფერი მიკეთებია ჯერ, აი, 41 წლის ვარ. ქვეყნის სამსახურის მეტი, სამწუხაროდ, არაფერი მიკეთებია. ვის, რა და როგორ ესმის, ეს სხვა საკითხია“,-განაცხადა ახალაიამ.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ბაჩა ახალაია მსჯავრდებულია:ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე (პატიმართა წამება და სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირთათვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კონფორტული პირობების შექმნა); ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე; სერგო თეთრაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე.
0
0