
უნგრეთი აცხადებს, რომ შესაძლოა მოხსნას ვეტო უკრაინისათვის ევროკავშირის დახმარების პაკეტზე, იმ პირობით, რომ დაფინანსება ყოველწლიურად გადაიხედება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
ევროკავშირის სამი დიპლომატის თქმით, ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ მას შეუძლია მოხსნას ვეტო იმ პირობით, რომ ევროპული საბჭო თანხების ყოველწლიურად გამოყოფაზე შეთანხმდება.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მისცემს შესაძლებლობას, ყოველწლიურად დაბლოკოს უკრაინის დაფინანსება ან მიიღოს დათმობები ბრიუსელისგან ვეტოზე უარის თქმით.
მოლაპარაკებებში მონაწილე დიპლომატის თქმით, უნგრეთის წინადადების თანახმად, ევროკავშირი უკრაინას ყოველწლიურად 12.5 მილიარდ ევროს გადასცემს გრანტებისა და სესხების სახით, რაც შეადგენს ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ 50 მილიარდ ევროს ოთხი წლის განმავლობაში.
0
0