29/11/2023
13:35
მსოფლიო
ამერიკული გამოცემა Politico-ს ვერსიით, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპაში ყველაზე გავლენიანი ფიგურა გახდა „მეოცნებეების" კატეგორიაში. 2023 წლის ყველაზე გავლენიანი პიროვნების ნომინაციაში კი პოლონეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გაიმარჯვა (2022 წელს ამ კატეგორიაში ზელენსკიმ გაიმარჯვა), რომლის ხელისუფლებაში დაბრუნებას პოლონეთში „ცვლილების ქარი" უწოდეს.
„მან[ზელენსკიმ] მოახერხა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც ბოლო დრომდე წარმოუდგენელი იყო - უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების კარამდე მიიყვანა და ასევე, იმაზე მეტად მიუახლოვა ნატოს სამხედრო ალიანსს, ვიდრე ეს ვინმე სხვამ მოახერხა“, - აღნიშნა გამოცემამ, თუმცა აქვე დასძინა, რომ 2024 წელი ზელენსკისთვის რთული იქნება.
„მსოფლიო შეწუხებულია „ახალი ძველი ომით“ ახლო აღმოსავლეთში; უკრაინელები დაღლილები არიან ორწლიანი ბრძოლებით და იბრძვიან რუსეთის „სასტიკი ხორცის საფქვავის“ წინაშე ტერიტორიის დასაბრუნებლად“, - აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა ასევე წერს 2024 წელს უკრაინაში არჩევნების ჩატარების პერსპექტივაზე და რომ მის ჩასატარებლად ზელენსკის უკრაინის კონსტიტუციის შეცვლა მოუწევს და ეს პერსპექტივა, გამოცემის თქმით, აჩენს „კითხვებს დემოკრატიული ლეგიტიმაციის შესახებ“.
ცნობისთვის, წლის ყველაზე გავლენიანი პიროვნების ნომინაციაში ამერიკული გამოცემა ასახელებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ უდიდესი გავლენა იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ წელს.
0
0