19/07/2024
10:49
სამართალი
თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ,,მთავარი არხი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, საპატრულო ეკიპაჟი მოტოციკლის მძღოლს დაედევნა, მოგვიანებით, სავარაუდოდ, ხუციშვილის ქუჩიდან გამოსულმა ეკიპაჟმა მას გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა. ბაიკერი, 20-დან 25 წლამდე ბიჭი, ადგილზე დაიღუპა.
საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. რა მუხლით დაიწყება გამოძიება, ჯერ უცნობია. ასევე უცნობია რატომ აედევნა საპატრულო პოლიცია ბიჭს. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით 5 საათზე მოხდა
კადრში ჩანს, რომ პოლიციის მანქანა დაზიანებულია.
შემთხვევას Tiktok live-ში იღებდა კიდევ ერთი მოქალაქე, გიკა მოდებაძე. ოგორც ტელეკომპანია წერს, კადრებში ჩანს, რომ მოგვიანებით მას პოლიციამ ვიდეოს გადაღება შეაწყვეტინა.
შემდგომ მოდებაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მიზეზად დასახელდა პოლიციელის შეურაცხყოფა.
დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით
0
0