31/07/2023
01:40
სამართალი
პოლიციამ გადაკეტა თითქმის ყველა ის მონაკვეთი ბათუმში, საიდანაც შეიძლება ნავმისადგომზე მისვლა.
დღეს, ღამის საათებში, ბათუმის ნავსადგურში სტუდენტები და აქტივისტები გეგმავენ აქციას რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემის წინააღმდეგ.
საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“ მორიგი ტურის ფარგლებში სოჭის პორტიდან დაიძრა.
გემი ბათუმის ნავსადგურში სავარაუდოდ 31 ივლისს, დილის 5 საათისთვის შემოდის.
ინფორმაციას და ფოტოს ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ბათუმის პორტის მიმდებარედ ხმაურია.
ბათუმოს პორტის მიმდებარედ, მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილზე სამართალდამცველებმა ბარიკადები აღმართეს და ტერიტორია შემოსაზღვრეს.
მანამდე ბათუმის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 31 ივლისს, დილის 06:00 საათისთვის იყო დაანონსებული. პროტესტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა ცნობები, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande სოჭიდან ბათუმში 31 ივლისს ჩავა. “ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ომის მომხრე არტისტები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. ბათუმის პორტში მოქალაქეებმა საკრუიზო გემის ჩამოსვლა, მაშინაც გააპროტესტეს და გემმა პორტი ხმაურის და პროტესტის ფონზე დატოვა.
0
0