22/12/2022
15:12
პოლიტიკა
ტელეგრამ არხ „აიაშარას“ ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში გაგრის რაიონში “სამართალდამცველებმა” 13 წლის მოზარდები, რომლებიც მანქანას მართავდნენ, დევნის შემდეგ დააკავეს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„პოლიციის'' თანამშრომლებმა 13 წლის რამდენიმე მოზარდს სცემეს, რომლებიც მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მანქანა, რომელშიც მოზარდები იმყოფებოდნენ და რომელსაც ასევე არასრულწლოვანი მართავდა, ე.წ. ‘’ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები'' დაედევნენ. ‘’სამართალდამცველებმა" ცეცხლი გახსნეს, შეშინებულმა მოზარდებმა ავტომობილი გააჩერეს და გადმოვიდნენ.
"არასრულწლოვნები დააკავეს, მანქანაზე თავი არტყმევინეს, შემდეგ კი ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს“, - იტყობინება „აიაშარა“.
„აიაშარას“ ინფორმაციით, გაგრის რაიონში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.
არასრულწლოვნების მშობლებმა კი „პროკურატურას“ განცხადებით მიმართეს.
0
0