
პოლონეთის პარლამენტის დეპუტატი კრისტოფ ბოსაკი 11-იდან 13 წლამდე გოგონებს სექსუალურად შევიწროების ბრალდებით 4 ქართველის დაკავების საქმეს გამოეხმაურა.
„პოლონეთში მიგრაციის ტემპი იმდენად მაღალია, რომ არანაირი რეალური ინტეგრაცია არ არის. ეს პროცესი განსაკუთრებით შესამჩნევია დიდ ქალაქებში. ჩვენ გვაქვს კრიმინალის და ქურდობის არაერთი შემთხვევა. სამართალდამცველებისგან გვესმის, რომ ქართველების მიერ არაერთი დანაშაულია ჩადენილი. ქართველების მთელი ბანდები მოქმედებენ და ძარცვავენ მოსახლეობას“, - აცხადებს დეპუტატი.
ცნობისთვის, პოლონეთის ქალაქ ბიტომში არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებით 4 ქართველი დააკავეს.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ხალხმა ბრალდებულებს წრე შემოარტყეს და მათი დასჯა მოითხოვეს. სამართალდამცველებს შეხლა-შემოხლის ფონზე კაცების დასაკავებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწიათ.
0
0