ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის ყოფილი მონაწილე პოლ მაკარტნი პირველი ბრიტანელი მუსიკოსი-მილიარდერი გახდა. მისი ქონება 1,27 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ გამოცემა Sunday Times იუწყება.
The Beatles-ის თანადამფუძნებელი და მისი მეუღლე, ნენსი დიდი ბრიტანეთის უმდიდრეს ადამიანებს შორის 165-ე ადგილზე იმყოფებიან. 2023 წელს მაკარტნის ქონება 950 მლნ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა. ერთი წლის განმავლობაში მისი ქონება 50 მლნ გირვანქა სტერლინგით გაიზარდა Got Back-ის საგასტროლო ტურის და ახალი სიმღერის წყალობით და 1 მლრდ-ს მიაღწია, რაც აშშ დოლარში 1,27 მლრდ-ს უდრის.
The Beatles-ს დღემდე ალბომების გაყიდვის აბსოლუტური რეკორდი ეკუთვნის. ამას არა მარტო საკულტო ჯგუფის კომპოზიციები უწყობს ხელს, არამედ კვარტეტის 2 ცოცხალი წევრი - პოლ მაკარტნი და რინგო სტარი, რომლებიც ახალ კომპოზიციებს ქმნიან და კვლავ საგასტროლო ტურებში დადიან.
0
0