
რუსეთის ჯარები „სწრაფი ტემპით" მიიწევენ დონეცკიდან ჩრდილო-დასავლეთით 56 კმ-ში მდებარე მნიშვნელოვანი საკვანძო ქალაქ პოკროვსკისკენ. ქალაქის სამხედრო ხელმძღვანელობა მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდებს არ დააყოვნონ ევაკუაცია, - წერს „გარდიანი".
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოკროვსკის ოფიციალურმა პირები ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ პოსტში წერენ, რომ რუსეთის ჯარები „სწრაფი ტემპით მიიწევენ წინ. ყოველდღიურად სულ უფრო ნაკლები დრო რჩება პირადი ნივთების შეგროვებისა და უსაფრთხო რეგიონებში წასასვლელად“ და მშვიდობიანი მოსახლეობის ქალაქის სწრაფად დატოვებისკენ მოუწოდებენ.
პოკროვსკი, რომლის მოსახლეობას ომის დაწყებამდე 60 ათასი იყო, უკრაინის ერთ-ერთი მთავარი თავდაცვითი დასაყრდენი და მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრია დონეცკის რეგიონში. ქალაქი მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე თვეების განმავლობაში. მისი ხელში ჩაგდება საფრთხეს შეუქმნის უკრაინის თავდაცვით შესაძლებლობებს და მომარაგების ხაზებს და რუსეთს უფრო დააახლოებს, ვიდრე ოდესმე მის გაცხადებულ მიზანს - მთელი რეგიონის ხელში ჩაგდება.
უკრაინის ელვისებური შეტევა რუსეთის რამდენიმე სასაზღვრო რეგიონზე და გარკვეული წარმატებები, მათ შორის, გუშინ კურსკის ოლქის გლუშკოვოს რაიონში მდინარე სეიმზე ორი ხიდის აფეთქება და რაიონის დაახლოებით 20 ათასამდე მცხოვრების ევაკუაციის უკიდურესად გართულებით რუსეთის ხელისუფლებაში მყოფთათვის დამატებით პრობლემების შექმნა იმ გეგმის ნაწილია, რომელიც „პატიოსანი" მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაში მოსკოვის დარწმუნებას ისახავს მიზნად, თუმცა, როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსი" წერს, რუსეთმა ჯერჯერობით უკრაინის ფრონტიდან მხოლოდ შეზღუდული ოდენობით შენაერთები გაიყვანა და კურსკის ოლქში უკრაინელთა შეტევების მოგერიებას ნაკლებად გამოცდილი საბრძოლო შენაერთებით ცდილობს.
ფრანგული ანალიტიკური ცენტრის, სტრატეგიული და თავდაცვის კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ტიბო ფუიეს თქმით, უკრაინის შეტევა კურსკის ოლქში „არ მოქმედებს ფრონტის ხაზის საერთო ბალანსზე“. ბრძოლის ველის მთავარი მახასიათებელი უცვლელია - რუსული ჯარები სისხლიანი თავდასხმებით ნელა, მაგრამ განუხრელად მიიწევენ წინ.
უკრაინის რუსეთში შეჭრის მიუხედავად დონეცკის რეგიონში „შეტევისა და წინსვლის მცდელობები ერთი წუთითაც არ შემწყდარა და ბრძოლა მთელი დღე-ღამე მიმდინარეობს". ღამით ისინი ცდილობდნენ შტურმით აეღოთ ქალაქი ნოვვოგროდივკა, რომელზედაც პოკროვსკისკენ მიმავალი სარკინიგზო გზა გადის, - განაცხადა პარასკევს უკრაინულ მედიასთან 59-ე მოტორიზებული ბრიგადის ოფიცერმა სერგი ცეხოცკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ პოკროვსკი და სხვა მიმდებარე ქალაქები „რუსების ყველაზე ინტენსიური თავდასხმების წინაშე აღმოჩნდნენ“.
სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინამ მოამზადა თხრილებისა და ჯავშანტექნიკის თავდაცვითი ხაზები პოკროვსკის გარშემო, რამაც შეიძლება შეანელოს რუსული ჯარების წინსვლა, თუმცა, ძნელი სათქმელია, საბოლოოდ მოხერხდება თუ არა ქალაქის შენარჩუნება. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციას ევაკუაციის ბრძანება ჯერ არ გაუცია და მოსახლეობას მხოლოდ მოუწოდებს ქალაქის დატოვებისკენ. პოლიციის ოფიცერი ვლადიმერ ნიკულინი ამბობს, რომ ქალაქში ჯერ კიდევ 40 000 ადამიანია, - წერს „ნიუ-იორკ ტაიმსი"
0
0