08/12/2022
14:39
პოლიტიკა
“ჩვენ სასამართლოს მიერ მიღებულ ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. ის, რისი თქმაც შემიძლია, არის, რომ პლურალისტული საზოგადოება, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მედია თავისუფლება არის ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები”, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ნიკა გვარამიას შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, იქნება თუ არა მედიის თავისუფლება გადამწვეტი რეკომენდაცია, როდესაც საუბარია ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე, ელჩმა უპასუხა, რომ 12 რეკომენდაცია განხილული იქნება, როგორც ერთი მთლიანი პაკეტი.
„ვფიქრობ, 12 რეკომენდაციას უნდა შეხედოთ, როგორც პაკეტს, შეფასება იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული. ის დამოკიდებული იქნება საკანონმდებლო ნაბიჯებზე, იმაზე, თუ როგორ ჩატარდება პროცესი. პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, კონსტრუქციული და რასაკვირველია, არსებითი იქნება რეკომენდაციების განხორციელება. რადგან ეს ეხება არა მხოლოდ შესაბამისი კანონმდებლობის ქონას, არამედ მის სწორად შესრულებას.
მაგრამ ჯერ დრო არის, ჩვენ შევაფასებთ, ევროკომისია შეაფასებს 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესს მომავალ წელს და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება წევრი ქვეყნების მიერ მომავალი წლის ბოლოს. ასე რომ, თითები გადავაჯვარედინებული მაქვს ყველა მცდელობის მიმართ, არის დრო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიიღებს მას. როგორც ევროკავშირი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ყველაფერს ვცდილობთ დასახმარებლად“, - აღნიშნა ელჩმა.
0
0