
საქართველოში, ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მილიონ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქა, თავსახური, საკვების კონტეინერი, დანა, ჩანგალი, კოვზი, ე.წ. „საწრუპი, თეფში და სასმლის მოსარევი მოიხმარება, რაც ჯამურად 3.9 - 5.9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.
ნინო ჩხობაძე - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები, თავმჯდომარე:
„ რეალურად აღმოჩნდა რომ ეს უკვალოდ არ მიდის ორგანიზმისგან და მიკროპლასტიკის ძალიან პატარა ნაწილაკები ხვდება ადამიანის ორგანიზმში, რაც ბრონქიალურ ასთმებს, ალერგიებს, აუტოიმუნურ დაავადებებს იწვევს. ადამიანის ენდოკრინოლოგიური სისტემა, რომელიც მიჩვეული იყო ადამიანის ორგანიზმის დაცვას-საპირისპირო რაღაცეებს აკეთებს“
სოფიო ახობაძე - კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ხელმძღვანელი:
„ დაიდო დასკვნა, რომ საქართველოში ერთჯერადი პლასტიკის ნივთებით დაბინძურების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ლიდერის პოზიცია გვაქვს აღმოსავლეთ ქვეყნებში. გარდა ამისა, ამ კვლევამ, ასევე, აჩვენა რომ სანაპირო ზონის და მდინარის ნაპირების 88%-ს შეადგენს სწორედ ერთჯერადი პლასტიკით დაბინძურება.
სახელწიფო იწყებს ახალი რეგულაციის ამოქმედებას
დავით სონღულაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი:
„დაბინძურების 80% მოდის პლასტიკზე. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ზუსტად ამიტომ დადგა საჭიროება იმისა, რომ მიღებულ იყოს მყისიერი გადაწყვეტილებები. ის რეფორმა, რომელიც მზადდება პლასტიკის შეზღუდვასთან და რეგულაციებთან დაკავშირებით აისახება, როგორც ადამიანის ჯანმრთელობასთან მიმართებით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ასევე, გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით და ეს ერთობლიობაში არის საკმაოდ კომპლექსური“.
0
0
საპატრიარქოში ზნეობის კომისიის სხდომა იწყება
16/10/2025