
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ზელენსკის მუქარას გამოეხმაურა:
„ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება: ეს არის უკრაინა, ეს არის უკრაინული „კულტურა“, სწორედ ამ ადამიანით არის აღფრთოვანებული ბრიუსელი, სწორედ ამ ქვეყნის მიღება სურთ ევროკავშირში... არავის შეუძლია დაემუქროს უნგრეთს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, არავის შეუძლია ჩვენი შანტაჟი მხოლოდ იმიტომ, რომ არ ვართ მზად გადავიხადოთ უკრაინის ომის საფასური და არ გვსურს უკრაინის გამო ენერგიაზე უფრო მაღალი ფასების გადახდა! როგორც არ უნდა იმუქრებოდეს ზელენსკი, რა კავშირებშიც არ უნდა შედიოდეს ბრიუსელში ფონ დერ ლაიენთან და პარტია „ტისა“-ს ბრიუსელელ ხელმძღვანელ ვებერთან, ჩვენ არ დავუშვებთ უნგრეთის ომში ჩათრევას. ჩვენთვის უნგრეთის უსაფრთხოება პირველ ადგილზეა, ჩვენ გვსურს და კვლავაც დისტანცირებულები ვიქნებით ზელენსკის ომისგან!“
ზელენსკი დღეს უნგრეთის პრემიერს დემუქრა და განაცხადა:
"ვიმედოვნებთ, ევროკავშირში 90 მილიარდიდან პირველ ტრანშს ერთი ადამიანი არ დაბლოკავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს მივცემ - დაე, დაურეკონ და მისთვის გასაგებ ენაზე ესაუბრონ"
0
0