
აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის განცხადებით, ახლა ირანთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება კარგი იქნება.
როგორც ჰეგსეტმა სინგაპურში ვიზიტის დროს აღნიშნა, ახლა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მოთმინებას ამოწმებს“, რათა დარწმუნდეს, რომ ირანთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება იმის გარანტია იქნება, რომ თეირანს ბირთვული იარაღი არ ექნება.
„დღეს დილით მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა პრეზიდენტ ტრამპთან. მას სურდა, რომ კიდევ ერთხელ ხაზი გამესვა, თუ რამდენად არის ის მომთმენი, რათა იმის გარანტია მისცეს, რომ, თუ ამერიკამ ასეთ ისტორიულ საქმეს მოჰკიდა ხელი, ნებისმიერი შეთანხმება კარგი, შესანიშნავი იქნება და ის მოთმინებით მიდის ამ მიზნისკენ. თუ ირანი შესანიშნავი შეთანხმების დადებას არ მოისურვებს, რომელიც გარანტიას მისცემს, რომ მას არასდროს ექნება ბირთვული იარაღი, მაშინ ირანს საქმე ამერიკელ სამხედროებთან ექნება“, - განაცხადა ჰეგსეტმა.
პენტაგონის შეფმა აგრეთვე დასძინა, რომ ამერიკული ჯარი საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის მზადაა, თუ ასეთ ბრძანებას მიიღებს და რომ ამოცანების შესასრულებლად საკმარისი რაოდენობის შეიარაღება აქვს.
0
0