27/11/2023
14:51
მსოფლიო
პირველი სამწლიანი საზღვაო კრუიზი გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე გაუქმდა. რამდენიმე კვირიანი დუმილის შემდეგ, ორგანიზატორმა კომპანიამ აღიარა, რომ მას არ ჰყავდა გემი და თანხის უკან დაბრუბევას დაპირდა მათ, ვინც უკვე დარეგისტრირდა კრუიზისთვის.
საკრუიზო გემი სტამბოლიდან 1 ნოემბერს უნდა გასულიყო, მაგრამ ამ თარიღამდე ცოტა ხნით ადრე გამგზავრებამ გადაიწია 11 ნოემბერს, ხოლო გამგზავრების წერტილმა გადაინაცვლა ამსტერდამში, ნიდერლანდებში. შემდეგ იყო სტარტის მეორე გადადება - უკვე 30 ნოემბრისთვის და ისევ ამსტერდამიდან. მაგრამ 17 ნოემბერს - ლრუიზის დაწყებამდე ორი კვირით ადრე - მგზავრებს აცნობეს, რომ კრუიზი გაუქმდა.
ცნობილია, რომ მოგზაურობის დაწყებამდე მინიმუმ 111 სალონი იყო დაჯავშნული. ამ ადამიანების ნაწილი ჯერ კიდევ სტამბულში იმყოფება, სადაც კრუიზის მოსალოდნელ დაწყებამდე დიდი ხნით ადრე ჩავიდნენ. ბევრს ახლა უბრალოდ არსად აქვს დასაბრუნებელი, რადგან დაჯავშნა ადგილი ლაინერზე, რომელსაც სამი წლის განმავლობაში შვიდ კონტინენტზე უნდა გაევლო. მათ გაყიდეს ან გააქირავეს საკუთარი სახლები დიდი ხნით და გათავისუფლდნენ დარჩენილი ქონებისგან.
კომპანია პირობას დებს, რომ გადახდილ თანხას მომდევნო თვეებში რამდენიმე ეტაპად დააბრუნებს.
ორგანიზატორი კომპანია Life at Sea Cruises ამ კრუიზისთვის AIDAaura ლაინერის შეძენას გეგმავდა, რომელიც სხვა ოპერატორმა ამ ზაფხულს დაიქირავა. სამწლიან მოგზაურობაში გაგზავნამდე მას სახელი უნდა გადარქეოდა და ცოტათი მოწესრიგებულიყო.
საკრუიზო კომპანია Life at Sea Cruises-მა დაგეგმა ტური, რომელიც დაფარავდა 375 პორტს 135 ქვეყანაში შვიდ კონტინენტზე. ტურისტებს ასევე შეეძლოთ სწვეოდნენ მსოფლიოს 14 საოცრებიდან 13-ს. მგზავრებს დაახლოებით მესამედი ღამეებისა ხმელეთზე უნდა გაეტარებინათ სასტუმროებში 2-3 დღის გაჩერებების დროს.
0
0