
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც თორნიკე რიჟვაძეა გადაყვანილი, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მივიდა. მას სამედიცინო დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
რაც შეეხება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კლინიკაში აცხადებენ, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რიჟვაძის მდგომარეობაზე დამატებით კომენტარს კლინიკაში უახლოეს პერიოდში გააკეთებენ.
ცნობისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.
0
0