29/07/2024
13:46
მედიცინა
მკვლევრების აზრით, მათ ბაქტერიების ტიპი აღმოაჩინეს, რომელიც ზოგიერთი სახეობის სიმსივნური უჯრედების „დნობას“ იწვევს.
„თავისა და ყელის კიბოთი დაავადებულ ადამიანებს, რომლებსაც უჯრედებში ფუზობაქტერია აღმოაჩნდათ, მკურნალობის შემდეგ ბევრად უკეთესი შედეგები ჰქონდათ, რამაც უაღრესად გაგვაკვირვა. აღნიშნული ბაქტერია, ჩვეულებრივ, პირის ღრუში ვრცელდება. რამდენიმე დღის განმავლობაში, პეტრის ჯამში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა სიცოცხლისუნარიანი კიბოს უჯრედების 70-99%-ით შემცირება განაპირობა,“ - განაცხადეს მეცნიერებმა.
მკვლევრებმა, „კიბოს გენომის ატლასის“ მონაცემთა ბაზის საფუძველზე, ასევე თავისა და ყელის კიბოთი დაავადებული 155 პაციენტი შეამოწმეს და დაადგინეს სიკვდილის რისკის 65%-ით შემცირება იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც ფუზობაქტერია გამოუვლინდათ.
კვლევა ლონდონის „Guy's and St Thomas'-ისა და „King's College“-ის ექსპერტებმა, საერთაშორისო მკვლევრებთან პარტნიორობით, ჩაატარეს. ამჟამად, ისინი აღმოჩენების მიღმა არსებულ ბიოლოგიურ მექანიზმებს სწავლობენ.
„ვიმედოვნებთ, რომ ბაქტერიით შეგვეძლება, თავისა და ყელის, მათ შორის, პირის ღრუს, ცხვირის, სინუსების კიბოს მქონე პაციენტებს დავეხმაროთ. ფუზობაქტერიას კიბოს მოკვლა შეუძლია“, - თქვა კვლევის უფროსმა ავტორმა მიგელ რეის ფერეირამ.
0
0