
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არის „მთავარი პიროვნება“, რომელსაც შეუძლია უკრაინაში ომის დასრულება რუსეთზე ზეწოლის გზით. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ ორივე ვთანხმდებით ამ ომთან დაკავშირებით, თუ რამდენად საშინელია ეს ომი და ორივე ვეძებთ გზებს მისი ძალიან მალე შეჩერებისთვის. მე ვუთხარი პრეზიდენტს, რომ ის არის მთავარი პიროვნება მსოფლიოში, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ეს რუსეთზე ზეწოლით“, – განაცხადა მერცმა.
მერცის თქმით, გერმანია მტკიცეა უკრაინისადმი მხადაჭერაში. მან ასევე აღნიშნა, რომ საზარელი სურათები ბრძოლის ველიდან გამოწვეულია „რუსული იარაღით უკრაინის წინააღმდეგ“.
„უკრაინა მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესხმის თავს, არა სამოქალაქო პირებს და არა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ეს არის განსხვავება“, – აღნიშნა მერცმა.
0
0