
„პირდაპირი ფრენები ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
სამნიძემ აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც რუსეთი ტერორისტად არის გამოცხადებული და პუტინი ტრიბუნალს ელოდება, ფრენების აღდგენა მიუღებელია.
„გარდა იმისა, რომ ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდა ბოლო პერიოდში, დღეს უკვე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან არა ერთი განცხადება კეთდება, რომ სხვა ტიპის ურთიერთობების აღდგენაზეც არის საუბარი, რომ უნდა გაუმჯობესდეს ურთიერთობა. ეს არის პოლიტიკური განცხადებები გადაწყვეტილებების განზრახულობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენს პარტნიორებს უჩენს შეკითხვებს, სად დგას საქართველო, ევროპის სტატუსის მოპოვების გზაზე, თუ რუსეთისკენ ტრიალდება. ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომლის შეფასებაც მოხდება მოგვიანებით, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. არ ვიცი, ეს რით ავხსნა და ჩვენი მოქალაქეები, ვინც იყვნენ, აქამდეც დადიოდნენ, მოძრაობდნენ, გადაადგილდებოდნენ და ახლა, პუტინს მადლობას ნუ ვეტყვით ამისთვის, რომ ეს შესაძლებლობა გაჩნდა. თან, დიდი თანხები ეხარჯებოდათო და რა ვიცი, ბილეთებს გადახედეთ, არ მგონია, რომ იაფი იყოს, რასაც სთავაზობენ დღეს მოქალაქეებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა პირდაპირი ფრენები იქნება“, - აღნიშნა სამნიძემ.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026