
"საქართველოს პირველი არხი ეხმიანება მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ არაზუსტ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას 9 ივნისს პირდაპირ ეთერში „სიმღერის აკადემიის“ საკონცერტო ნომერთან დაკავშირებით, რომლის დროსაც პროექტის ერთ-ერთი არასრულწლოვანი მონაწილე შეუძლოდ გახდა." - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პირველი არხის განცხადებაში.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში ვკითხულობთ, მათთვის უმთავრესი ღირებულება ადამიანი, განსაკუთრებით კი ბავშვია.
"საქართველოს პირველი არხი ეხმიანება მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ არაზუსტ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას 9 ივნისს პირდაპირ ეთერში „სიმღერის აკადემიის“ საკონცერტო ნომერთან დაკავშირებით, რომლის დროსაც პროექტის ერთ-ერთი არასრულწლოვანი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
საქართველოს პირველი არხისთვის უმთავრესი ღირებულება ადამიანია, განსაკუთრებით კი ბავშვი. მაუწყებელს საბავშვო პროექტების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მსგავსი პროექტების ფარგლებში მოქმედებს უსაფრთხოების მკაფიო სტანდარტებითა და შესაბამისი რეაგირების პრაქტიკით.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებული და შემდგომ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ტირაჟირებული ვიდეომასალა არ წარმოადგენს საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში გასულ კადრებს. აღნიშნული ვიდეო გადაღებულია სტუდიაში მყოფი ერთ-ერთი მშობლის მიერ, რომელიც სხვა მშობლებთან ერთად ესწრებოდა გადაცემის პირდაპირ ეთერს.
პირველი არხის ეთერში გასული ვიდეომასალის, ასევე სტუდიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადამოწმებით დგინდება, რომ მომხდარი ფაქტი პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ განხორციელდებოდა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შეწყდებოდა პირდაპირი ეთერიც.
პირველ არხს ჰქონდა კომუნიკაცია როგორც არასრულწლოვნის მშობლებთან, ასევე „სიმღერის აკადემიის“ ხელმძღვანელობასთან. ჩვენთვის არცერთი სატელევიზიო/რადიო ეთერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ბავშვის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე მაუწყებელი მოქმედებს შესაბამისი პროტოკოლისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში
ცნობისთვის, საქართველოს პირველი არხის პირდაპირ ეთერში არასრულწლოვანი სიმღერის დროს შეუძლოდ გახდა და დაეცა.
ბავშვის დაცემის შესახებ ინფორმაცია მისმა ბებიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მომხდარის ვიდეო გაავრცელა.
0
0