09/11/2023
11:08
მსოფლიო
Sotheby's-ის ინფორმაციით, პაბლო პიკასოს შედევრი „Femme a la Montre“ („ქალი საათით“), რომელიც მან 1932 წელს შეასრულა, აუქციონზე 139 მილიონ დოლარად (113 მილიონი ფუნტი) გაიყიდა. ის მხატვრის ნამუშევრებს შორის მეორე ყველაზე ძვირადღირებული ნახატია.
ნახატზე გამოსახულია ფრანგი მოდელის მარი-ტერეზ ვალტერის პორტრეტი, რომელიც პიკასოს საყვარელი ქალი და მრავალჯერ მისი შთაგონების წყარო იყო. ქალი, ლურჯ ფონზე, სამეფო ტახტის მსგავს სკამზე ზის. პიკასოს "ოქროს მუზას" სახელით ცნობილი ვოლტერი 17 წლის იყო, როცა პარიზში 45 წლის მხატვარი გაიცნო, მოგვიანებით კი წყვილმა საიდუმლო ურთიერთობა დაიწყო, როდესაც პიკასო ჯერ კიდევ ქორწინებაში იყო უკრაინელ ბალერინა ოლგა ხოხლოვაზე.
ნამუშევარი აუქციონზე გატანამდე 120 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ,,ქალი საათით“ ანონიმურმა მყიდველმა შეიძინა. ის მანამდე ხელოვნების ნიმუშების გარდაცვლილ კოლექციონერს ემილი ფიშერ ლანდაუს ეკუთვნოდა, რომელმაც ნახატი 1968 წელს იყიდა.
პიკასოს ყველაზე ძვირადღირებულ ნახატად კვლავ რჩება „ვერსია ო“ „ალჟირელი ქალების“ სერიიდან, რომელიც 2015 წელს Christie's-ის აუქციონზე 179 მილიონ დოლარად გაიყიდა.
80-წლიანი სამხატვრო კარიერის მანძილზე, პიკასომ 150 000-მდე შედევრი შექმნა. ის სამხრეთ საფრანგეთში, 1973 წელს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
0
0