
პეტერ მადიარის მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი „სუვერენიტეტის დაცვის ოფისის“ (SPO) გაუქმების შესახებ, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „უცხოური გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“ შექმნა.
კანონპროექტი უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას 2 ივნისს საღამოს წარედგინა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ უწყება რეალურ სახელმწიფო ფუნქციას არ ასრულებს და მისი შექმნა მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით იყო განპირობებული.
დოკუმენტის მიხედვით, „სუვერენიტეტის დაცვის ოფისი“ გამოიყენებოდა განსხვავებული შეხედულებების მქონე მოქალაქეებზე, ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებზე პოლიტიკური ზეწოლის მოსახდენად.
„სუვერენიტეტის დაცვის ოფისის ნამდვილი მიზანი იყო მოქალაქეებზე, ორგანიზაციებსა და მედიაზე პოლიტიკური ზეწოლა. ასეთი საქმიანობა მიუღებელია კონსტიტუციური დემოკრატიის პირობებში“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
0
0