
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მომავალი კვირის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა იმ შემთხვევაში, თუ ორი ქვეყანა უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის ძირითად უფლებებზე შეთანხმდება.
ბერლინში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მადიარმა დაადასტურა, რომ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს უნგრული უმცირესობის ენობრივ, კულტურულ და საგანმანათლებლო უფლებებზე, თუმცა ჯერჯერობით – ტექნიკურ დონეზე.
„მოლაპარაკებები ამჟამად ძალიან იმედის მომცემად მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, ტექნიკურ დონეზე ამ კვირაში დავასრულებთ“, – აღნიშნავს მადიარი.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მშობლიური ენის გამოყენება საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ ადმინისტრაციაში უმცირესობისთვის არ არის „დამატებითი პრივილეგია“, ეს ადამიანის ძირითადი უფლებაა.
„ქვეყანა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს, ვალდებულია, ეს უფლებები დაიცვას“, – განმარტა პეტერ მადიარმა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 ივნისიდან
02/06/2026