08/12/2022
11:11
მსოფლიო
პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. დინა ბოლუარტემ, რომელიც მანამდე ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ფიცი უკვე დადო.
„ბიბისის“ ცნობით, ყოფილი პრეზიდენტი პედრო კასტილო დაკავებულია. მას იმპიჩმენტი გამოუცხადეს მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე, 7 დეკემბერს, სატელევიზიო მიმართვისას ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ოპოზიციური უმრავლესობით წარმოდგენილი პარლამენტის დაშლას და კონგრესის „განსაკუთრებული საგანგებო მთავრობით“ ჩანაცვლებას შეეცადა.
მთავრობის წევრების ნაწილმა მინისტრთა კაბინეტი დაყოვნებლივ დატოვა. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულა.
დეპუტატები კი საგანგებო სესიაზე შეიკრიბნენ და 101 ხმით ექვსის წინააღმდეგ კასტილოს იმპიჩმენტი გამოუცხადეს, რის შემდეგაც ის ამბოხში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს.
0
0