15/11/2023
12:41
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა (აშშ) გაზარდა ისრაელისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება საჯარო განცხადების გარეშე. საბრძოლო მასალისა და რაკეტების გადატანა ხდება თითქმის ყოველდღიურად, - ამის შესახებ RBC-Ukraine Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება.
მედია წერს, რომ პენტაგონი ასრულებს IDF-ის მოთხოვნებს. დახმარება მოიცავს - 155 მმ-იან რაკეტებს, ღამის ხედვის მოწყობილობებს და სამხედრო მანქანებს.
დოკუმენტის მიხედვით, იარაღი ან უკვე მიწოდებულია, ან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი მუშაობს, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს შტატებსა და ევროპაში არსებული მარაგებიდან.
როგორც მედია წერს, 36 000 30მმ-იანი ქვემეხი, საბრძოლო მასალა და მინიმუმ 3 500 ღამის ხედვის მოწყობილობა ისრაელს ოქტომბრის ბოლოსთვის მიეწოდა.
პენტაგონმა უარი თქვა ჟურნალისტებისთვის დეტალების გამჟღავნებაზე. აშშ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისრაელს ჰქონდეს საკუთარი თავის დაცვის საშუალებები.
პენტაგონის განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები ისრაელს ოპერატიულად აწვდის მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალებს, ბომბებს, 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს და სხვა საბრძოლო მასალებს.
0
0